logo
ENG



ტრამპის საიმპიჩმენტო სასამართლო დაცვის მხარის არგუმენტებით განახლდება

25 იან 202017:25
3 წუთის საკითხავი
 

დონალდ ტრამპის საიმპიჩმენტო სასამართლო სენატში დღეს დაცვის მხარის არგუმენტებით განახლდება. ადვოკატები სამი დღის განმავლობაში შეეცდებიან, რომ კანონმდებლები პრეზიდენტის უდანაშაულობაში დაარწმუნონ. გავრცელებული ცნობით, დაცვის მხარე ტრამპის მთავარი პოლიტიკური მეტოქის, ჯოზეფ ბაიდენის წინააღმდეგ ბრალდებებზე გაამახვილებს ყურადღებას.

საქმეზე საკუთარი არგუმენტების წარდგენა დემოკრატებმა გუშინ დაასრულეს. ერთსაათიან გამოსვლაში მთავარმა ბრალმდებელმა, დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ ადამ შიფმა 2018 წელს ტრამპის მიერ პუტინთან ერთობლივი პრეს-კონფერენციის გამართვას რუსეთის სპეცსამსახურების წარმატება უწოდა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ კი ქვეყნის პრეზიდენტი დიქტატორს შეადარა. 


close დახურვა