დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის მრჩეველსა და მისი შვილის პარტნიორს კორონავირუსი დაუდასტურდა. კიმბერლი გილფოილის შემდეგ ტესტი უმცროს დონალდ ტრამპსაც ჩაუტარდა, თუმცა პასუხი უარყოფითი იყო.
გილფოილი ორი კვირის წინ ოკლაჰომაში, დახურულ სტადიონზე პრეზიდენტის მიერ გამართულ შეხვედრას ესწრებოდა. ღონისძიების შემდეგ ვირუსი წინასაარჩევნო შტაბის ექვს თანამშრომელს დაუდგინდა. უმცროსი დონალდ ტრამპის მეგობარი გოგო აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო შტაბისთვის თანხების მოზიდვას კურირებს.
