აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ამერიკელი პოპვარსკვლავის ტეილორ სვიფტის მიერ კამალა ჰარისისთვის მხარდაჭერის გამოცხადებას.
"მძულს ტეილორ სვიფტი!" - დაწერა ტრამპმა თავისივე სოციალურ ქსელ Truth-ზე.
ტრამპისა და ჰარისის დებატების შემდეგ ტეილორ სვიფტმა Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერს, რომ ხმას კამალა ჰარისსა და ტომ უოლცს მისცემს. პოსტში მომღერალი ჰარისისა და უოლცის მიერ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლას უსვამს ხაზს.
ამ განცხადებას ტრამპი მალევე გამოეხმაურა და თქვა, რომ სვიფტის მიერ კამალა ჰარისისთვის მხარდაჭერის გამოცხადებით გაკვირვებული არ არის.
მისი თქმით, ეს "უბრალოდ დროის საკითხი იყო".
"ალბათ, ამისთვის ის ფასს გადაიხდის [...] ბაზარზე", - თქვა მაშინ ტრამპმა და დაამატა, რომ სვიფტის ფანი არ არის.