logo
ENG



ტრამპი: ორბანმა რუსულ ნავთობზე დაწესებული აშშ-ის სანქციებისგან გათავისუფლება ითხოვა

31 ოქტ 202522:48
3 წუთის საკითხავი
 
2025/10/31/t3e1vm0kdzhrr0l.jpg

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრაპმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა მას რუსულ ნავთობზე ამერიკული სანქციებისგან შეღავათი სთხოვა, თუმცა ვაშინგტონს ეს მოთხოვნა არ დაუკმაყოფილებია.

"ვიქტორ ორბანმა რუსულ ნავთობზე დაწესებული აშშ-ის სანქციებისგან გათავისუფლება მოითხოვა.

ჩვენ ეს არ დაგვიმტკიცებია, მაგრამ მან ეს ითხოვა", - თქვა ტრამპმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გუშინ განაცხადა, რომ იმედოვნებს, დაარწმუნოს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომ უნგრეთს მიენიჭოს გამონაკლისი რუსულ ნავთობზე აშშ-ის სანქციებისგან.

ამის მიზეზად მან რუსულ ნავთობზე მაღალი დამოკიდებულება დაასახელა.

ორბანის თქმით, ის 7 ნოემბერს, ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავს აშშ-ის სანქციებს რუსულ ნავთობკომპანიებზე, კერძოდ "რუსნეფტსა" და "ლუკოილზე."

აღნიშნულ კომპანიებს სანქციები ტრამპმა 22 ოქტომბერს დაუწესა.


close დახურვა