logo
ENG



ტრამპი: ძალიან ახლოს ვართ ჩვენი მიზნების მიღწევასთან ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ

21 მარ 202611:12
3 წუთის საკითხავი
 
2026/03/21/9n9djyu47zw6aai.jpg

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკა ირანთან ომში მიზნის მიღწევასთან ძალიან ახლოსაა და რეგიონში სამხედრო ოპერაციების მასშტაბის შემცირებას განიხილავს. ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა. მან ასევე ირანში აშშ-ის სამხედრო მოქმედებების მიზნები დაასახელა და მოკავშირე ქვეყნების მხრიდან ორმუზის სრუტის დაცვის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

"ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ჩვენი მიზნების მიღწევასთან, რამდენადაც, ახლო აღმოსავლეთში, ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენი უზარმაზარი სამხედრო ძალისხმევის ეტაპობრივად დასრულებას განვიხილავთ. [ჩვენი მიზნებია]:

1. ირანის სარაკეტო, გამშვები დანადგარებისა და მასთან დაკავშირებული ყველა შესაძლებლობის სრული განადგურება;

2. ირანის თავდაცვითი ინდუსტრიის განადგურება;

3. მათი ფლოტისა და საჰაერო ძალების, მათ შორის, საზენიტო შეიარაღების განადგურება;

4. არ დავუშვათ ირანის მიახლოება ბირთვულ შესაძლებლობებთან და ყოველთვის იმ პოზიციაში ყოფნა, სადაც აშშ-ს შეუძლია, სწრაფად და ეფექტურად ჰქონდეს რეაგირება ასეთ სიტუაციებში, თუკი ეს მოხდება;

5. ახლო აღმოსავლეთში ჩვენი მოკავშირეების, მათ შორის ისრაელის, საუდის არაბეთის, კატარის, არაბეთის გაერთიანებული საამიროების, ბაჰრეინის, ქუვეითისა და სხვების უმაღლეს დონეზე დაცვა.

ჰორმუზის სრუტე დაცული იქნება და საჭიროების მიხედვით სხვა ქვეყნების მიერ გაკონტროლდება, რომლებიც მას იყენებენ - აშშ ამას არ გააკეთებს! თუ გვთხოვენ, ჩვენ დავეხმარებით ამ ქვეყნებს ამ ძალისხმევაში, მაგრამ ეს აუცილებელი აღარ იქნება, როდესაც ირანის საფრთხე აღმოიფხვრება. მნიშვნელოვანია, რომ მათთვის ეს მარტივი სამხედრო ოპერაცია იქნება," - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში

 


close დახურვა