logo
ENG



ჩინეთში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს

19 ნოე 202609:51
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/19/5fhe961alagko5b.png

შენჭენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს.

შეხვედრაზე შესვლისას ტრამპმა პუტინს მეგობარი უწოდა.

„ვინ არის ის? ეს ჩემი მეგობარია“, - თქვა ტრამპმა.

მისივე განცხადებით, ორი ქვეყნის ლიდერს წლებია, კარგი ურთიერთობა აქვს და შეხვედრისგან ბევრ დადებით შედეგს ელის.

ტრამპისა და პუტინის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. სამიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინგის მონაწილეობით. მანამდე სი ძინფინი ტრამპსა და პუტინს ცალ-ცალკე შეხვდება.


close დახურვა