logo
ENG



ტრამპი და მისი მეუღლე პუტინის წარმომადგენელს შეხვდნენ – აშშ „დიდ შეთანხმებას“ აანონსებს

06 ნოე 202610:43
3 წუთის საკითხავი
 
2026/11/06/kcj82nhlazpfi1x.png

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი მიიღო. დმიტრიევი ვაშინგტონში იმ დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდა, რომელიც თეთრ სახლში პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა უკრაინის ოლეშკიში ჩატარებული ჰუმანიტარული ოპერაციის შეჯამების მიზნით მიიღო.

ტრამპმა ოვალურ ოფისში დაადასტურა შეხვედრის ფაქტი და განაცხადა, რომ იგეგმება „დიდი შეთანხმება“, რომელიც არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთელ ევროპას შეეხება.

პარალელურად, 10-11 ნოემბერს აბუ-დაბიში აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი იგეგმება, სადაც ომის შემდგომ უსაფრთხოებასა და დეესკალაციაზე იმსჯელებენ.

სამმხრივ შეხვედრამდე აშშ-ის წარმომადგენლებმა, ჯარედ კუშნერისა და სტივენ უიტკოფის შემადგენლობით, ბრიუსელში ნატოსა და ევროპელ პარტნიორებთან ევროპული უსაფრთხოების ახალი არქიტექტურისა და უკრაინის გარანტიების საკითხები უკვე განიხილეს.


close დახურვა