logo
ENG



ტრამპი ირანს: გახსენით დაწყევლილი სრუტე, შეშლილო ნაძირლებო

05 აპრ 202617:11
3 წუთის საკითხავი
 
2026/04/05/cxmhqc50gjy9eu1.png

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ირანს მოუწოდებს, ჰორმუზის სრუტე გახსნას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ელექტროსადგურებსა და ხიდებზე დარტყმებით ემუქრება.

"სამშაბათს ირანში ელექტროსადგურებისა და ხიდების დღე იქნება, ყველაფრის ერთად. ამის მსგავსი არაფერი იქნება. გახსენით ეს დაწყევლილი სრუტე, შეშლილო ნაძირლებო, თორემ ჯოჯოხეთში იცხოვრებთ, უბრალოდ უყურეთ. დიდება ალაჰს", - წერს ტრამპი.

გუშინ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს 48 საათი დარჩა ჰორმუზის სრუტის გასახსნელად.


close დახურვა