logo
ENG



ტრამპმა ამერიკელებს მაგალითი მისცა, როგორ უნდა მოიქცნენ ინფიცირებულთან სიახლოვის დროს

24 მარ 202017:36
3 წუთის საკითხავი
 

დონალდ ტრამპმა ამერიკელებს მაგალითი მისცა, თუ როგორ მოიქცნენ ინფიცირებულ ადამიანთან სიახლოვის დროს.

თეთრ სახლში კოვიდ 19-თან ბრძოლის სამუშაო ჯგუფის ბრიფინგი მიმდინარეობდა, როდესაც მისმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ სიცხე მასაც ჰქონდა. ამის შემდეგ, პრეზიდენტმა იხუმრა და მოსაუბრისგან ერთი მეტრის დაშორებით დადგა. დონალდ ტრამპის ხუმრობას დარბაზში სიცილი მოყვა.

თავად დებორა ბრინქსმა კი განაცხადა, რომ ყველა ადამიანი ასე უნდა მოიქცეს, თუკი შენიშნავს, რომ მასთან ახლოს დაინფიცირებული პირია.   

 


close დახურვა