logo
ENG



ტრამპმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის თითქმის 1-ტრილიონიან აქტს ხელი მოაწერა

19 დეკ 202511:55
3 წუთის საკითხავი
 
2025/12/19/ah997utch6cy9o3.png

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის თითქმის 1-ტრილიონიან აქტს ხელი მოაწერა, მიუხედავად იმისა, რომ დებულებები უკრაინისთვის ახალი დახმარების გაწევას ითვალისწინებს და ევროპის თავდაცვაში აშშ-ის ჩართულობის შემცირებას ზღუდავს.

ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტი, ანუ NDAA, ყოველწლიურად რეკორდულ 901 მილიარდ დოლარს ითვალისწინებს სამხედრო ხარჯებში, რაც ტრამპის მოთხოვნაზე 8 მილიარდი დოლარით მეტია.

ფართომასშტაბიანი კანონპროექტი განსაზღვრავს ყველაფერს - გემების, თვითმფრინავების და სარაკეტო სისტემების შესყიდვას, ჯარისკაცების ხელფასების გაზრდას და გეოპოლიტიკური საფრთხეების მოგვარების გზებს.

თეთრი სახლის განცხადებით, ტრამპმა კანონპროექტს ხელი უცერემონიოდ მოაწერა და მას რეპორტიორები არ ესწრებოდნენ.

2026 წლის NDAA-ს შესახებ შეთანხმება უკრაინისთვის 800 მილიონ დოლარს ითვალისწინებს, ასევე, მოიცავს ევროპაში უსაფრთხოების გაძლიერების რამდენიმე დებულებას.

 


close დახურვა