logo
ENG



ტრანსპორტის მოძრაობა, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში აღდგება - კალაძე

25 მაი 202016:23
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა იგი ვარაუდობს, რომ ტრანსპორტის მოძრაობა შესაძლოა ივნისის დასაწყისში მოხდეს. 

როგორც კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მერია შესაბამის მითითებებს ელოდება. 

"საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე დღეს მე პირადად დავსვი ეგ შეკითხვა, რადგან საზოგადოების მხრიდან არსებობს დიდი ინტერესი. ზუსტი თარიღი უცნობია. ველოდებით მითითებებს თუმცა ჯერ არანაირი მითითებები არ მიგვიღია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს წესები და ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს. გვაქვს სრული მზადყოფნა. როდესაც იქნება გადაწყვეტილება მიღებული, მერია ტრანსპორტს აამუშავებს. დარგის სპეციალისტების რეკომენდაციებს ველოდებით. ტრანსპორტის ამუშავების შემდეგ, იქნება ყველა ის შემადგენლობა, რომელიც გაგვაჩნია, დაახლოებით 700 ავტობუსი გვყავს. 500 ემსახურება მოსახლეობას სხვა პერიოდში. საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ავტობუსები გავა ქალაქში. სავარაუდოდ ივნისის დასაწყისში მოხდება ტრანსპორტის აღდგენა", - განაცხადა კალაძემ. 


close დახურვა