logo
ENG



ტრანსპორტის ტექდათვალიერება ხარვეზებით მიმდინარეობს

12 ოქტ 201914:20
3 წუთის საკითხავი
 
4hgx4ep7t1s3y6n.jpg

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციაციის განცხადებით საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტექდათვალიერება ხარვეზებით მიმდინარეობს.

ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა ვიდეო მასალა წარმოადგინა, სადაც ჩანს, რომ ტექდათვალიერების გავლის შემდეგ ყვითელი სამარშუტო ტაქსები და ავტობუსები კვლავ ბოლავენ და ქალაქს აბინძურებენ.

მისივე განცხადებით, ყვითელი მიკროავტობუსები და ავტობუსები ტექდათვალიერების დროს ავტო ფარეხებიდან ავტომანქანის გამართულ ნაწილებს ქირაობენ, რომლებსაც ინსპექტირების გავლის შემდეგ უკან აბრუნებენ. რაც შეეხებათ, დიზელის ძრავზე მომუშავე მანქანებს ისინი დიზელის ნაცვლად ტექდათვალიერების პროცესში ბენზინს ასხამენ, რათა ავტომობილის შეფერილი კვამლიანობა ნათელი არ იყოს.

„რაღაც გაყალბების ფაქტთან გვაქვს ჩვენ საქმე, რომელსაც მიმართავენ ავტოფარეხები. სანამ ავტოფარეხები ტექინსპექტირებაზე სატრანსპორტო საშუალებას გაუშვებენ, მიკროავტობუსის შემთხვევა იქნება ეს, ავტობუსის თუ საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, ხდება ავტომობილის აწყობა ინსპექტირებისთვის და ინსპექტირებას, რომ გაივლის შემდეგ ავტომობილი უბრუნდება საწყის პოზიციას. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს სატრანსპორტო საშუალებები ხშირ შემთხვევაში არის ტექნიკურად გაუმართავი. ეს არ არის ინსპექტირების ცენტრების დანაშაული, ესეთი მანიპულაციები ხდება ავტოფარეხებში,“ - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციაციის პრეზიდენტი მერიის შესაბამის უწყებებს მონიტორინგისკენ მოუწოდებს.  


close დახურვა