ტროტუარზე დგომის გამო სანდრო მეგრელიშვილს 4-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.
გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ მიიღო. სანდრო მეგრელიშვილი პირველია, ვისაც ახალი რეპრესიული კანონის ფარგლებში ტროტუარზე დგომისთვის პატიმრობა შეეფარდა.
"გამოაცხადეს დამნაშავედ იმისთვის, რომ იდგა ტროტუარზე. ცალსახად არ არის დამნაშავე, დაირღვა მისი კონსტიტუციური უფლება - პროტესტის გამოხატვის. აბსოლუტურად არაადეკვატურია თვითონ კანონი, რომელიც გვიკრძალავს რომ დავდგეთ ტროტუარზე და არც გზა გადავკეტოთ და არც არავის შევუშალოთ ხელი და მაინც ამისთვის შეიძლება ვინმემ დაგსაჯოს"- თქვა სანდრო მეგრელიშვილის დედამ.
