logo
ENG



ტურისტი უნდა ჩამოდიოდეს და არ ეშინოდეს სად მოდის, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს საიდანაც მოდის-იმნაძე

08 ივნ 202014:26
3 წუთის საკითხავი
 
bvulxodun5i0usx.jpg

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, პანდემიის პირობებში ქვეყნებთან ტრაილერების მიმოსვლა ისევე, როგორც საჰაერო მიმოსვლა არ შეწყვეტილა.

იმნაძის განმარტებით, მთავარია ყველაფერი კონტროლის ქვეშ იყოს და ვირუსის გავრცელებას შეზღუდვების უგულებელყოფამ ხელი არ შეუწყოს. რაც შეეხება ტურისტების მიმოსვლას, ეპიდემიოლოგის თქმით, ამაზე საუბარი ჯერ არ არის. 

"საჰაერო მიმოსვლა არ შეწყვეტილა არც ერთი წუთით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ისევე როგორც არ შეწყვეტილა ტრაილერების მიმოსვლა არც ერთი წუთით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, ისევე როგორც დღესაც გრძელდება სატრაილერო მიმოსვლა ჩვენს მეზობელ ქვეყნებთანაც, ძალიან ინტენსიური. ყველაფერი უნდა იყოს უბრალოდ კონტროლის ქვეშ. 

"ტურისტების შემოსვლაზე არ არის ჯერ ლაპარაკი, 15 ივნისიდან შიდა ტურიზმი იქნება, პირველი ივლისიდან გარე ტურიზმი გაიხსნება, მაგრამ ყველაფერი იქნება მაქსიმალურად კონტროლირებადი, ანუ ტურისტი უნდა ჩამოდიოდეს და არ ეშინოდეს, სად მოდის, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, საიდანაც მოდის.

"მგონი, აქამდე არ დავხვდით კორონას ცუდად. ყველაფერზე მიმდინარეობს მუშაობა. პირველ ივლისამდე ჯერ კიდევ შორია, პირველ ივლისამდე ჯერ კიდევ შეიძლება, რაღაცები შეიცვალოს, დალაგდეს, გადალაგდეს, ამიტომ ყველაფერს თავის დროზე მოგახსენებთ", - განაცხადა პაატა იმნაძემ. 


close დახურვა