logo
ENG



ტუჩებში რამდენჯერმე მაკოცა - კაცი პატრიარქს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

16 თებ 202019:45
3 წუთის საკითხავი
 
2o47ef21n90db0k.jpg

რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის მიტროპოლიტ ათანასეს მომვლელი გიორგი გელაშვილი ეროვნული TV-ის ეთერში მღვდელ ანდრია სარიასთან საუბარში აცხადებს, რომ პატრიარქმა ილია მეორემ ის სექსუალურად შეავიწროვა. 

როგორც გელაშვილმა გადაცემაში აღნიშნა, ერთ-ერთი შეხვედრის დროს პატრიარქმა მას გაუფრთხილებლად ტუჩებში რამდენჯერმე აკოცა. მისივე თქმით, ის პატრიარქთან მას შემდეგ დაიბარეს, რაც მეუფე ათანასე გარდაიცვალა. გარდა ამისა, გელაშვილი ამბობს, რომ შეხვედრის დროს ილია მეორემ მას შესთავაზა, მისი მორჩილი გამხდარიყო და საპატრიარქოში ემსახურა. 

"მეუფე როდესაც გარდაიცვალა, სიონის ტაძარში ერთ-ერთი პანაშვიდის დროს შალვა კეკელია მოვიდა და მითხრა რომ პატრიარქი გიბარებს, აინტერესებს, ვინ უვლიდაო. პატრიარქი მეუბნება, ჩემთან დარჩები სალაპარაკოდო. ყველა გავიდა, მათ შორის დაცვაც. პირდაპირ მკითხა - გიორგი, მეუფე ათანასე ჩემზე რას გეუბნება? ვუთხარი, რომ - არაფერს, კარგის მეტს და გაუკვირდა, არ მლანძღავდაო?! ვუთხარი, რომ - არა. გვქონდა ზედაპირული ლაპარაკი. მართალი ადამიანი ამ კითხვას არ დასვამდა.

ერთ-ერთ საღამოს, პირველი პირი მიბარებს თავისთან ოთახში და საუბრის დროს მე, უბრალოდ, ვიჩოქებ მის წინ და მოხდა ასეთი რამ, რომ ჩამეხუტა და მაკოცა პირდაპირ ტუჩებში. ეს მოხდა, ეს ფაქტი. ნუ, მოხუცია და მე ვიფიქრე, რომ ეს მოუვიდა შემთხვევით, მაგრამ მე როდესაც სახე სპეციალურად ავწიე, რათა დავრწმუნებულიყავი, მეუფე მართალს მეუბნება თუ არა, მოხდა ისე, რომ მან ხელთავიდან გაიმეორა ეს კოცნა, უკვე ცხადად ხდებოდა ეს. გავიწიე და ჩემთვის ეს იყო მიწის გამოცლა, რომ როგორ, ე.ი. რა ხდება? მან დამცინა, გაიცინა ამ ყველაფერზე და მითხრა, რომ იცი, რა, ჯერ მზად არა ხარო და მერე, როცა დრო იქნება, გამოგიძახებო. ეს მახსოვს, ეს სიტყვები. როგორც კი გამოვედი საპატრიარქოდან, ჩემს მოძღვართან მქონდა ამაზე საუბარი, მაგრამ გვერდში დგომა ვერ ვიგრძენი და წამოვედი ეკლესიიდან. ჯოჯოხეთი იყოს ჩემი სამკუდრებელი, თუ ვიტყუები, ეს ხატებთან ვთქვი", - აღნიშნა გელაშვილმა. 

 

 


close დახურვა