logo
ENG



ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახური კორონავირუსით გარდაიცვალა

03 იან 202120:22
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/03/4eiik1gemny4z48.png

ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე გამეზარდაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. სამძიმრის წერილს საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.

"მამა თეოდორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. დეკანოზი თეოდორე დასვენებულია თერჯოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში. იგი დაიკრძალება ხვალ, 2021 წლის 4 იანვარს.

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ თეოდორეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს", - ნათქვამია წერილში.

საქართველოში დღეს, 3 იანვარს ვირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა.


close დახურვა