ტყის ხანძრის გამო კალიფორნიაში მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. დამწვარია ექვსას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი. ვითარებას ძლიერი ქარი და მაღალი ტემპერატურა ართულებს.
სინოპტიკოსების თქმით, უამინდობა დღესაც შენარჩუნდება. სტიქიის ზონის მახლობლად სამასი ათასზე მეტ ადგილობრივს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება. სამაშველო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ვერტმფრენიც არის ჩართული.