logo
ENG



უამინდობა და დიდთოვლობა რეგიონებში

17 თებ 202320:20
3 წუთის საკითხავი
 

სტიქია უტევს საქართველოს რეგიონებს. შეფერხდა საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლაც. ქუთაისიდან მგზავრებმა ბერლინისკენ გაფრენა ვერ შეძლეს. გართულდა თბილისი-ბათუმის მატარებლის გადაადგილებაც. ქუთაისში უამინდობის გამო, ქალმა კლინიკაში დროულად მისვლა ვერ მოახერხა და სამშობიაროს ეზოში, ავტომობილში იმშობიარა. 

მესამე დღეა, თოვს მაღალმთიან აჭარაში. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარმა ორ მეტრს გადააჭარბა. რთული  მეტეოროლოგიური პირობების გამო სწავლა შეწყდა მაღალმთიანი აჭარის სკოლების დიდ ნაწილში. უხვი ნალექი თითქმის ერთ კვირას კიდევაა მოსალოდნელი.


close დახურვა