logo
ENG



უარი დაუჯერებელი მოტივით

14 დეკ 202220:24
3 წუთის საკითხავი
 

ასეულობით ათასი ლარი კომპიუტერული მოწყობილობებისთვის, რომლის ვითომდა არქონის გამო, დღეს მიხეილ სააკაშვილს ჩართვაზე უარი ეთქვა. შესყიდვების შესაბამისი დოკუმენტებით დგინდება, რომ მხოლოდ ბოლო სამ თვეში ორჯერ, პენიტენციურმა სამსახურმა კომპიუტერული ტექნიკა იყიდა.

ფორმულა იმ კომპანიასაც დაუკავშირდა, რომელიც ადასტურებს, რომ პენიტენციურ სამსახურს, მხოლოდ ერთი ტენდერის საფუძველზე 35 ლეპტოპი მიაწოდა. თუმცა არცერთი არ გამოიყენა დღეს უწყებამ ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოების მაღალი ინტერესის, პირველ რიგში კი პატიმრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. 


close დახურვა