logo
ENG



უბედურების მიზეზი არის ქართული ოცნება - ვაშაძე სოფელ აფენის მოსახლეობას შეხვდა

08 ნოე 201911:55
3 წუთის საკითხავი
 
eka8fckwg6fctvj.png

 

დაბალი ფასი ყურძენზე, მოუწესრიგებელი შიდა გზები და გაზრდილი მიგრაცია - ეს ის პრობლემებია, რაზეც სოფელ აფენისა და ვარდისუბნის მოსახლეობა ყურადღებას ამახვილებს. როგორც ადგილობრივებმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძესთან და პარტიის სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნეს, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობისგან სრულიად მივიწყებულები არიან და მათი ყოფა დღითიდღე უარესდება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის თქმით, სოფელი დაცლილია და ყველა ვისაც ამის ამის საშუალება აქვს საზღვარგარეთ არის წასული.

„სოფელი აბსოლიტურად დაიცალა, ვისაც შეუძლია სუილ ყველა არის საზღვარგარეთ, ვინც დარჩენილია არის აკეთებს ყველაფერს იმისათვის რომ წავედი იმიტომ, რომ ასეთ უყურადღებობაში, ასეთ იგნორირებაში ასეთ დამცირებაში, ეს მათი სიტყვებია, საქართველოს მოქალაქე არ ყოფილა არასოდეს, და ამ უბედურების კონკრეტული მიზეზიც და მათი რისხვის კონკრეტული ადრესატიც ცნობილია ეს არის ის ნალექი, რომელიც ამოტივტივდა ზემოთ და თავის თავს ქართულ ოცნებას ეძახის,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

 


close დახურვა