logo
ENG



უბისაში დაშავებული მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

15 თებ 202014:46
3 წუთის საკითხავი
 

 

14 თებერვალს უბისაში დაშავებული მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაშავებული მკურნალობას კვლავ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში აგრძელებს. პაციენტი დღეს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ მოინახულა. პროფკავშირების იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ირაკლი მხეიძის თქმით, შემთხვევის ადგილზე უსაფრთხოების ნორმები დარღვეული იყო.

„პაციენტის მდგომარეობა ბევრად დამაკმაყოფილებელია, ვიდრე იყო გუშინ. მე პირადად მინდოდა გავცნობოდი მის მდგომარეობას და ვესტუმრე რეანიმაციაში.  დღეს ის მზადდება ოპერაციისთვის, რის შემდეგადაც მკურნალობის შემდეგ გაეწერება სახლში“,-განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ რიკოთის საავტომობილო მაგისტრალის მშენებლობაზე, ნგრევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა. დაშავებულებიდან 3 ჩინეთის, 2 კი საქართველოს მოქალაქე იყო. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

 


close დახურვა