logo
ENG



უგულავას ადვოკატი: პოლიტიკური დევნა, რაც ივანიშვილის დროს ​ტრენდად იქცა, დასრულდება

13 თებ 202013:55
3 წუთის საკითხავი
 

გიგი უგულავას რამდენიმესაათიანი შეხვედრა მის ადვოკატთან დასრულდა. ბექა ბასილაიამ და მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ოპოზციის დღეს გასამართ შეხვედრაზე ისაუბრეს და სამოქმედო გეგმა განიხილეს. ადვოკატმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით უგულავას პოზიციები მოისმინა, რომელსაც ცოტა ხანში ოპოზიციის სხვა ლიდერებს გააცნობს.  

„გიგი არის ძალიან მხნედ. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური დევნა, რაც ივანიშვილის ხელში იქცა ტრენდად დასრულდება ისევე, როგორც დასრულდება ის დიქტატორული რეჟიმი ქვეყანაში რაც არის შექმნილი. ბიძინა ივანიშვილის მანტიამოსხმული ჯამბაზების: თადუმაძის, გაბინაშვილის, შავლიაშვილის სოროსში მიღებული გადაწყვეტილებები აუცილებლად ჩამოიშლება“, - განაცხდაა ბექა ბასილაიამ.


close დახურვა