logo
ENG



უგულავას ადვოკატი შალვა თადუმაძის აცილებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიმართავს

06 თებ 202008:22
3 წუთის საკითხავი
 

დააკმაყოფილებს თუ არა უზენაესი სასამართლო "ევროპული საქართველოს" ლიდერის გიგი უგულავას საქმეზე მოსამართლე შალვა თადუმაძის აცილების საკითხს, ჯერჯერობით უცნობია.

მოსამართლის აცილების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ადვოკატი ბექა ბასილაია სასამართლოში დღეს შეიტანს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბასილაია უწყებასთან განცხადებას რამდენიმე საათში გააკეთებს.

ბასილაია ფიქრობს, რომ თადუმაძის საქმიდან აცილების შემთხვევაშიც კი, სხვა მოსამართლეები მაინც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

"შევიტანთ ააცილების შუამდგომლობას. თადუმაძე იყო გენერალური პროკურორი მაშინ, როდესაც ეს საქმე სააპელაციო სასამართლოში იხილებოდა ეს საქმე. მიგვაჩნია, რომ თადუმაძის ამ შემადგენლობაში ყოფნა კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ უგულავასთან დაკავშირებით არის პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული", - აღნიშნა ბასილაიამ. 

პროცესი საქალაქო სასამართლოში 10 თებერვალს არის ჩანიშნული. სხდომაზე მოსამართლეები ზეპირი მოსმენის გარეშე იმსჯელებენ.   


close დახურვა