logo
ENG



უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს - ბრიტანეთის საელჩო

11 თებ 202021:24
3 წუთის საკითხავი
 
120eq6hla540fvf.jpg

„ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს", - „ევროპული საქართველოს“ ლიდერის დაპატიმრებას გაერთიანებული სამეფოს საელჩოც ეხმაურება.

როგორც დიდი ბრიტანეთის საელჩოს ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ოპოზიციონერი ლიდერის დაკავება საფრთხეს უქმნის მმართველ ძალასა და ოპოზიციონერებს შორის მიმდინარე დიალოგს. 

„ოპოზიციის ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრება ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას ბადებს, როგორც პროცესის მიმართ, ასევე დროსთან დაკავშირებით. ამას, ასევე, გავლენა აქვს საარჩევნო სისტემის შესახებ დიალოგზე, რომლის მიზანია ქართველი ამომრჩევლის ნდობის მოპოვება. როგორც საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი მოვუწოდებთ მხარეებს მოახდინონ განსხვავებული პოზიციების დაახლოება და გააძლიერონ დემოკრატია", - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავას დაპატიმრებას გამოეხმაურა აშშ-ის საელჩოც.


close დახურვა