logo
ENG



უგულავა: ვიქნებით მტკიცე, გინდა სპეცრაზმით მოვიდნენ, გინდა - მარსიანელებთან

18 თებ 202110:21
3 წუთის საკითხავი
 
ფოტო: ვახო ქარელი

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა ამბობს, რომ ოპოზიციის ლიდერები კვლავ იგივე პოზიციაზე რჩებიან და პოლიციას ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალებას არ მისცემენ.

მისი თქმით, ისინი კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედებენ.

"ვიხილეთ სამწუხარო სურათი - გავრილოვის ხარკის ამკრეფები მოვიდნენ ხარკის ასაკრეფად, მაგრამ წავიდნენ უკან. კანონს არღვევენ, აბსოლუტურ უკანონობას სჩადიან, ჩვენ ვიცავთ კანონს, ჩვენ ვართ კონსტიტუციის ფარგლებში, ვიქნებით მტკიცე, გინდა სპეცრაზმით მოვიდნე, გინდა მარსიანელებთან მოვიდნენ, მაინც არაფერი შეიცვლება იმ გაგებით, რომ ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი", - თქვა უგულავამ.

მისი თქმით, ოპოზიცია მშვიდობიანი მოლაპარაკებებისთვის მზად არის, თუმცა ამ პროცესს პოლიციისა და სპერაზმის გაგზავნა ხელს ვერ უწყობს.


close დახურვა