logo
ENG



უგულავა: ჩვენი ერთობის გამო მაჟორიტარულ ნაწილშიც გამარჯვება აბსოლუტურად შესაძლებელია

07 მარ 202022:25
3 წუთის საკითხავი
 

"რომც ვერ მივიღოთ პროპორციული სისტემა, ჩვენი ერთობის გამო მაჟორიტარულ ნაწილშიც გამარჯვება აბსოლუტურად შესაძლებელია", - ასე აფასებს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ოპოზიცია-ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების შესაძლო პერსპექტივებს "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა.

როგორც მან გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" აღნიშნა, ოპოზიციის ერთობა არ დაიშლება და ზუსტად ამ მონაპოვრის გამო მომდევნო არჩევნებში ივანიშვილის რეჟიმი დამარცხდება. 

"ბრძოლა, რომელშიც ჩვენ ახლა შევედით, ესაა ხალხის ბრძოლა ივანიშვილის წინააღმდეგ. შესაბამისად ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება. საუბარია, ხალხზე, რომელსაც ამ წუთას წარმოადგენს ოპოზიციის ფართო ერთობა. რაც შეეხება ოპოზიციის რღვევის შესაძლებლობას, ფაქტობრივად გამოვრიცხავ ამ ფაქტორს, რადგან ეს აღარაა მხოლოდ სადღეგრძელო, როცა ვიძახდით ერთობა როგორი მნიშვნელოვანია გამარჯვებისთვის. ყველა დიდ სუბიექტს პრაგმატულად აწყობს ერთად ყოფნა, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება ის შავი ჭირი ჩამოვიშოროთ არჩევნების გზით, რასაც ივანიშვილის რეჟიმი ჰქვია. ამიტომ აქ ვიწრო პარტიული ინტერესიც დევს და მეორე მხრივ, ერთმანეთს ვაძლევთ დიდ მოქნილობას და ზუსტად ეს პოლიტიკური სიმწიფე მაძლევს საშუალებას, რომ ვიფიქრო ერთობა შენარჩუნდება. პირიქით, რაც მეტი დაჭერა იქნება, მით მტკიცე იქნება ეს ერთობა, ამიტომ ვარ მეც მშვიდად. რომც ვერ მივიღოთ პროპორციული სისტემა, ჩვენი ერთობის გამო მაჟორიტარულ ნაწილშიც გამარჯვება აბსოლუტურად შესაძლებელია. ჩემი მთავარი გზავნილიც ზუსტად ესაა, რომ მთავარი მონაპოვარია ერთობა, რასაც აქვს გამარჯვების ბილეთი. აქედან მინდა ყველა პოლიტპატიმარს მოკითხვა და სალამი შევუთვალო მატროსოვის ციხიდან",-განაცხადა გიგი უგულავამ. 


close დახურვა