logo
ENG



უგულავა კობახიძის განცხადებაზე: ამ ღლაპის ირონია და მისი სერიოზულად შეფასება არ ღირს

25 დეკ 202013:32
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგი უგულავა ირაკლი კობახიძის ხუმრობას პასუხობს "პარლამენტში ოპოზიციის დანაკლისზე" და მას "ღლაპის ირონიას" უწოდებს. ფორმულას ეთერში, გადაცემა კომენტარში უგულავამ თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ დაიმსახურა პარლამენტში მარტო დარჩენა არჩევნების გაყალბების გამო. 

"მე ვერ ვიტყვი, რომ დიდად დაგვაკლდა ნორჩი აგრარიკოსი ნინო წილოსანი, ან სიბრძნეების მფრქვეველი ქალბატონი ელისო ბოლქვაძე, ან ახალი ვარსკვლავები ზავრადაშვილი თუ ტალიაშვილი. გუშინ უმრავლესობამ დალოცვით დაამთავრა... ასე რომ იმსახურებთ იმას რაც ხართ. თქვენ, მეგობრებო, გააყალბეთ არჩევნები, მიიტაცეთ ძალაუფლება, ახლა დარჩით მარტო სახლში და მოსთქვამთ. 

ამ ღლაპის ირონია და სერიოზულად შეფასება არ ღირს. მოდი, მეხსიერება სილკტვ-ს მსგავსად ნუ გვექნება, 2 კვირის იქით რომ არ გავხსოვს. 2 კვირის წინ ეს გაუთლელი ღლაპი, ზუსტად იგივენაირად, ხან იმუქრებოდა, ხან იძახდა, რომ პირველ სხდომაზეო, მაგრამ ხომ ვნახეთ, რომ გაფუფლოვდა, სანაძლეოც დავუდე და წააგო", - თქვა გიგი უგულავამ.

გუშინ, 24 დეკემბერს მთავრობის დამტკიცების სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენლები ცინიკურად კიდევ ერთხელ მოიხსენია. მან ოპოზიციური პარტიების ლიდერები დაახასიათა და "ნახევრად სერიოზულობით" თქვა, რომ ისინი პარლამენტში ძალიან დააკლდათ.


close დახურვა