logo
ENG



უდუმაშვილი: დილის 07:00 საათზე შეუპარებიათ ქართული ოცნების ყველა დეპუტატი პარლამენტში

29 ნოე 201910:13
3 წუთის საკითხავი
 
k7rqo95jzwmq8a3.jpg

საკანონმდებლო ორგანოსთან ნელ-ნელა იკრიბებიან პოლიტიკური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები. ჩიტაძის ქუჩაზე შეკრებილნი არიან “ნაციონალური მოძაობის“ წევრები და მათი მხარდამჭერები, ისინი საკანონმდებლო ორგანოსკენ აპირებენ მისვლას.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის თქმით, „ქართული ოცნების “ წევრები დილის 07:00 საათზე შევიდნენ პარლამენტში.

„ახლა ჩვენ შევიკრიბებით და ნელ-ნელა ჩავალთ პარლამენტთან. როგორც გავარკვიეთ დილის 07:00 საათზე შეუპარებიათ „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატი პარლამენტში, თუ ასე უნდათ მუშაობა კი ბატონო, ჩვენ პროტესტს გავაგრძელებთ, არაუშავს შემდეგში რო გადაწყვეტენ, ღამეს გავათენებთ ის ხვრელებიც ვნახეთ, საიდანაც გუშინ იპარებოდნენ, იმ ხვრელებსაც ამოვქოლავთ ასე, რომ ნამდვილად შევუქმნით დისკომფორტს „ქართული ოცნების დეპუტატებს“ -განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილმა ასევე შეაფასა მიმდინარე კვირაც. მისი თქმით, ეს კვირა ხელისუფლებისთვის სირცხვილის კვირა იყო, ვინაიდან ახლა "ქართულ ოცნებას" მძიმე კრიზისი აქვს და ამ კრიზისიდან გამოსავალი მხოლოდ ხალხთან დათმობებზე წასვლაა.

„ჩვენთვის ეს კვირა იყო პროტესტის კვირა და „ქართული ოცნებისთვის“ იყო სირცხვილის კვირა, მძიმე პერიოდი აქვს "ქართულ ოცნებას". ქვეყანაში არის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, და ამ კრიზისს სჭირდება დაძლევა და რაღაც დათმობებზე წასვლა ხალხთან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს კრიზისი გამწვავდება და ძალიან ცუდად დასრულდება ხელისუფლებისთვის“,-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

 


close დახურვა