logo
ENG



უდუმაშვილი: ივანიშვილს თუ რამის ეშინია, ეშინია ხალხის და ამას ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ

19 ნოე 201921:27
3 წუთის საკითხავი
 
bcxjj5m1ebx2tuj.jpg

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და დღევანდელმა ხელისუფლებამ დიდი შანსია 2020 წლამდე ვერ მიაღწიონ და ჩამოშორდნენ ქვეყნის მმართველობას.

„ბიძინა ივანიშვილს თუ რამის ეშინია, ეშინია ხალხის და ამას ჩვენ მაქსიმალურად გამოვიყენებთ. ხალხმა უნდა უთხრას ივანიშვილს უარი და ხალხმა უნდა აიძულოს, რომ შეცვალოს გადაწყვეტილება. ივანიშვილი და მთელი „ოცნება" ისეთ დაღმავალ სპირალშია შესული, რომ საიდანაც ამოსავალი არ არსებობს და ქვევით და ქვევით მიდის, სანამ უფსკრულს არ დაენარცხება. ივანიშვილს დიდი შანსი აქვს, რომ 2020 წლის არჩევნებამდე ვერც მიაღწიოს ხელისუფლებაში,“ - განაცხადა უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მმართველმა გუუნდმა დაპირება არ შეასრულა და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარების კანონპროექტი ჩააგდო.


close დახურვა