logo
ENG



უდუმაშვილი სააკაშვილის გეგმებზე: ყველა უნდა გაერთიანდეს ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ

08 თებ 202014:02
3 წუთის საკითხავი
 

მიხეილ სააკაშვილის გეგმებს სრულად იზიარებენ მისი თანაპარტიელები. ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ რაც მეტი ფრონტი იქნება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, საერთო საქმე უფრო მოიგებს. წინააღმდეგობის ახალ მოძრაობაში აქცენტს ახალგაზრდებზე აკეთებენ.

„რაც უფრო მეტი წინააღმდეგობის ფრონტი გაიხსნება საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, ეს მხოლოდ წაადგება ჩვენს საერთო საქმეს იმიტომ, რომ დღეს ყველა ერთად ვიბრძვით რეჟიმის შესაცვლელად. ასე რომ, ნებისმიერი ფრონტი მხოლოდ კარგი იქნება. ყველა ერთის წინააღმდეგ გულისხმობს იმას, რომ აბსოლიტურად ყველა პოლიტიკური ორგანიზაცია, სამოქალაქო სექტორის ყველა  წარმომადგენელი უნდა გაერთიანდეს ივანიშვლის რეჟიმის წინააღმდეგ,“ - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მოსაშორებლად გააქტიურებას აანონსებს. განცხადება მან, სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ბაზაზე შტაბის გახსნას აპირებს. წინააღმდეგობის ახალ ფრონტში სააკაშვილი ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად, სხვა პოლიტიკურ პარტიებსა და უპარტიო რიგით ადამიანებს მოიაზრებს. შტაბი პირველ მარტს უნდა გაიხსნას. 


close დახურვა