საყოველთაო კარანტინის მიუხედავად, ხვალ უზენაესი სასამართლო საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დასანიშნად სხდომას გამართავს. ინფორმაცია უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
„საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2020 წლის 31 მარტს, 15:00 საათზე გაიმართება პლენუმის სხდომა. დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნა“, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი და საყოველთაო კარანტინი ცხადდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.