უზენაეს სასამართლოში ხორავას ქუჩის საქმის განხილვა სამშაბათამდე გადაიდო. სწორედ სამშაბათს გამოცხადდება საბოლოო გადაწყვეტილება სახელმწიფო ბრალდების საკასაციო საჩივარზე, რომელიც ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულს გუგა ბარბაქაძეს, დავით სარალიძის მკვლელობასაც ედავება.
სწორედ, ეს საკითხი გახდა შეუთანხმებლობის საფუძველი საპროცესოს გაფორმების შუამდგომლობაზე მხარეებს შორის. რაც შეეხება დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, ამ შეთანხმებას კი უზენაესი სასამართლო დასკვნით პროცესზე დაამტკიცებს.
