დაჯარიმებული მოქალაქეები ხელისუფლებას უთანასწორო მიდგომაში ადანაშაულებენ - კორონავირუსთან დაკავშირებული სანქციების ამნისტირების გამო სამართლებრივი სახელმწიფოს საფუძველი მთავრობას იმ პირებმა შეახსენეს, ვისაც თანხის გადახდა ღარიბაშვილის ინიციატივის წარდგენამდე მოუხდა.
ჯამში წინასაარჩევნოდ ქართული ოცნების ხელისუფლება 76 მილიონი ლარის ჯარიმას აუქმებს. მოსყიდვის მცდელობასა და უთანასწორობაზე ბრალდებებს კი მმართველი გუნდი ასე პასუხობს - ყოველთვის სამართლიანი ვერ იქნები.