ხურვალეთთან რუსი ოკუპანტები გამოჩნდნენ. აღნიშნული ინფორმაცია "ფორმულას" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუდასტურა. როგორც უწყებაში განმარტავენ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო სამუშაოები მიმდინარეობს. სუს-ში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.