logo
ENG



უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის გამო, პოლონეთმა ავიაცია აამოქმედა

19 ნოე 202510:44
3 წუთის საკითხავი
 
2025/11/19/2ul87ccsih3r56e.png

პოლონეთის შეიარაღებული ძალების საოპერაციო სარდლობამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე სარაკეტო იერიშების ფონზე პოლონეთის საჰაერო სივრცეში პოლონური და მოკავშირე სამხედრო ავიაცია აქტიურ რეჟიმში მუშაობს.

სარდლობის ცნობით, მოქმედი პროცედურების შესაბამისად, გააქტიურდა მის ხელთ არსებული ყველა საჭირო ძალა და რესურსი. ჰაერში აფრინდა საბრძოლო მორიგე წყვილები და ადრეული გაფრთხილების თვითმფრინავიც, ხოლო სახმელეთო საჰაერო თავდაცვის სისტემები და რადიოლოკაციური სადაზვერვო საშუალებები მაქსიმალურ მზადყოფნაზე გადავიდნენ.

საოპერაციო სარდლობა აღნიშნავს, რომ ეს ნაბიჯები პრევენციული ხასიათისაა და მიზნად ისახავს პოლონეთის საჰაერო სივრცის უსაფრთხოებას, განსაკუთრებით კი იმ რეგიონებში, რომლებიც უკრაინას ემიჯნება და საფრთხის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეს.

„სიტუაციას მუდმივად ვაკვირდებით. დაქვემდებარებული ძალები მზად არიან ნებისმიერი საფრთხის შემთხვევაში მყისიერი რეაგირებისთვის,“ — აცხადებს პოლონეთის საოპერაციო სარდლობა.


close დახურვა