logo
ENG



უკრაინამ და დონბასელმა სეპარატისტებმა ტყვეები გაცვალეს

29 დეკ 201917:25
3 წუთის საკითხავი
 
b6y4o24hjcqhw6o.jpg

უკრაინამ და დონბასელმა სეპარატისტებმა ტყვეები გაცვალეს.

პროცესი „მაიორსკის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შედგა. 

უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში ეს ტყვეების პირველი გაცვლაა. სეპარატისტებმა კიევს 55 პატიმარი გადასცეს, სანაცვლოდ კი უკრაინის ხელისუფლებამ 87 ადამიანი გაათავისუფლა.

სეპარატისტების მიერ დაკავებულთა შორის „ბერკუტის" რამდენიმე მებრძოლიც იყო. შეთანხმება პატიმრების გაცვლაზე თვის დასაწყისში, პარიზში, ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრაზე შედგა. 


close დახურვა