logo
ENG



უკრაინამ კურსკში ამერიკული რაკეტები გამოიყენა

17 აგვ 202415:20
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/17/l61n4vqaubv73uy.jpg

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უკრაინის ჯარმა კურსკის ოლქის გლუშკოვოს რაიონში საკვანძო ხიდის ასაფეთქებლად ამერიკული წარმოების რაკეტები გამოიყენა.

"კურსკის რეგიონს პირველად დასავლური წარმოების სავარაუდოდ HIMARS-ის ტიპის რაკეტებით, დაარტყეს", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, მარია ზახაროვამ.

მისივე მტკიცებით, დაიღუპნენ მოხალისეები.

რუსეთის უშიშროების სფეროს ოფიციალურ პირთა თანახმად, ხიდის აფეთქების შედეგად ერთმანეთს მოწყდა რეგიონის ორი რაიონი, რამაც მოსახლეობის ევაკუაცია გაართულა.

***

პირველი ცალკეული შეტყობინებები იმის შესახებ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები კურსკის ოლქში გადავიდნენ 6 აგვისტოს გაჩნდა.

კურსკის ოლქის ხელმძღვანელმა ალექსეი სმირნოვმა 7 აგვისტოს დილით განაცხადა, რომ რეგიონი "გმირულად ეწინააღმდეგება უკრაინელ ნაცისტებს".

6 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ სასაზღვრო რაიონის დასახლებებს ნიკოლაევო-დარინოსა და ოლეშნიას უკრაინის შეიარაღებული ძალების 300 სამხედრო დაესხა თავს, 11 ტანკისა და 20-მდე სამხედრო მანქანის დახმარებით. უწყებაში განაცხადეს, რომ ბრძოლების შედეგად უკრაინის 16 ერთეული ჯავშანტექნიკა გაანადგურეს. ამავე დღეს საღამოს კი სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინულმა დანაყოფმა, რომელიც კურსკის ოლქში შეჭრას ცდილობდა, უკან დაიხია. მოგვიანებით ეს განცხადება წაიშალა.

უკვე 7 აგვისტოს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ღამით რუსმა სამხედროებმა უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურებთან ერთად "განაგრძეს უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების განადგურება, რომლებიც უშუალოდ რუსეთი-უკრაინის საზღვარზე მიმდებარედ იყვნენ".

12 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კურსკის ოლქში დაახლოებით 20-ზე მეტი კადიროველი ტყვედ აიყვანეს.


close დახურვა