უკრაინამ ოკუპანტების ტყვეობიდან 35 სამხედრო და 1 სამოქალაქო პირი გაათავისუფლა. ინფორმაცია მებრძოლების დაბრუნების შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა გაავრცელა.
გათავისუფლებულთა შორის არიან სამხედროები, რომლებიც მარიუპოლს იცავდნენ და აზოვსტალში იყვნენ. ასევე ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები, რომლებიც შეჭრის პირველ დღეებში ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში დაატყვევეს.
უკრაინული მედიის ცნობით, ჯამში უკრაინამ 22 ეროვნული გვარდიის მებრძოლი, 8 მესაზღვრე, საზღვაო ძალების 4 და შეიარაღებული ძალების ერთი სამხედრო გაათავისუფლა.
ტყვეთა გაცვლის ფარგლებში, 35 სამხედრო დაიბრუნა რუსეთმაც.