logo
ENG



უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა

04 ოქტ 202214:52
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/04/vpwmdpfwdgwnyxh.jpg

მედიის ცნობით, უკრაინამ პუტინთან მოლაპარაკებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განკარგულებას ხელი მოაწერა.

ზელენსკიმ 30 სექტემბრის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც უკრაინა, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებას ვერ აწარმოებს.

"უკრაინის ქმედებების შესახებ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიების ანექსიის მცდელობის საპასუხოდ, ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად," - წერია განკარგულებაში.

პუტინმა და მარიონეტმა ლიდერებმა უკრაინის 4 რეგიონის: ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის რუსეთის შემადგენლობაში შესვლას ხელი 30 სექტემბერს მოაწერეს. ამავე დღეს პუტინმა უკრაინას მოლაპარაკებები შესთავაზა, თუმცა ზელენსკიმ უკრაინის უშიშროებისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პუტინთან მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა.

30 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ უკრაინას NATO-ში დაჩქარებული წესით შესვლის შესახებ განაცხადი შეაქვს.

"დღეს უკრაინას შეაქვს განაცხადირომ ეს გახდეს დე იურეპროცედურის თანახმადრომელიც შეესაბამება ჩვენს ღირებულებას მთელი ჩვენი საზოგადოების დასაცავადდაჩქარებული წესით," - განაცხადა ზელენსკიმ.  


close დახურვა