logo
ENG



უკრაინამ რუსეთთან დაკავშირებულ აზარტული თამაშების ბიზნესებს სანქციები დაუწესა

12 მარ 202310:55
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/12/85nu4ynek93ck2y.jpeg

უკრაინამ რუსეთთან დაკავშირებულ აზარტული თამაშების კომპანიებსა და ცალკეულ პირებს სანქციები დაუწესა. ბრძანებას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი უკვე მოაწერა.

ზელენსკის ცნობით, სანქციების შემოღება ხურავს ათობით მილიარდი გრივნას ღირებულების სქემებს და ეს გადაწყვეტილება უკანასკნელი არ იქნება. ბრძანება ეხება 280-ზე მეტი კომპანიასა და 120 ადამიანს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ მუშაობდნენ და სხვადასხვა რუსულ სქემებს აფინანსებდნენ.

უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ აქამდეც არაერთხელ გამოუყენებია სანქციები. მიმდინარე წლის თებერვალში მათ რუსეთის 200-მდე მოქალაქეს პერსონალური სანქციები დაუწესეს - ე.წ. შავ სიაში შესაყვან პირთა ნუსხა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შეადგინა.

სიაში რუსების გარდა, ერთი უკრაინელი მოხვდა. საუბარია იური ჩერნიჩუკზე, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მთავარი ინჟინრის მოადგილე იყო და რუსეთის მხარეს გადავიდა. სიაში ასევე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მრჩეველია საგარეო პოლიტიკის საკითხებში იური უშაკოვი.


close დახურვა