logo
ENG



უკრაინამ რუსი ოლიგარქი, მიხაილ ფრიდმანი ძებნაში გამოაცხადა

25 დეკ 202322:06
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/25/ldjxpth5yrkp32h.jpg

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსი ოლიგარქი, მიხაილ ფრიდმანი ძებნაში გამოაცხადა. შესაბამისი ინფორმაცია უწყების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

უწყების ცნობით, ფრიდმანის კომპანიები უკრაინაში ომის დაწყების დროსაც რუსეთის სამხედრო ინდუსტრიისთვის მუშაობას აგრძელებდნენ.

ცნობილია, რომ მიხაილ ფრიდმანის ქონება 12 მილიარ 600 მილიონ დოლარს შეადგენს - ის რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ ადამიანად მიიჩნევა. ფრიდმანი უკრაინაში დაიბადა. 


close დახურვა