logo
ENG



უკრაინამ ხერსონში ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანა

28 აგვ 202216:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/28/r7ihoffn4scn7bv.jpg

ხერსონის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, სერგეი ხლანის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნოვა კახოვკაში ოკუპანტების სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.

უკრაინა დროებით ოკუპირებულ ნოვო კახოვკაში ქარხანა "სოკოლის" შენობას დაესხა თავს, სადაც რუს ოკუპანტებს სამხედრო შტაბი ჰქონდათ მოწყობილი.

შეტევის შედეგად განადგურდა რუსეთის ძალების აღჭურვილობა. ამ დროისთვის უცნობია დაღუპული რუსი სამხედროების რიცხვი.

ხლანის ცნობით, უკრაინამ რუსეთის ძალების შტაბს სრული სიზუსტით 5 რაკეტა ესროლა.

ნოვო კახოვკა სამხრეთში უკრაინისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქია. სამხედრო ექსპერტის დმიტრი სნეგირევის თქმით, ამ ქალაქზე კონტროლის მოპოვების შემთხვევაში უკრაინის შეიარაღებული ძალები შეძლებენ როგორც ხერსონის რეგიონის მარჯვენა სანაპიროზე შეტევას, ასევე შეძლებენ ოკუპირებული ყირიმის ადმინისტრაციულ საზღვრამდე მიღწევას.

სნეგირევის თქმით, ნოვო კახოვკა შეიარაღებული ძალების მხრიდან კონტრშეტევებისთვის "ყველაზე მიმზიდველი" ტერიტორიაა. მის მოსაპოვებლად კი ექსპერტის აზრით, საჭირო პირობები უკვე შექმნილია: მტერს ლოჯისტიკაში ხელი შეუშალეს, ხიდები რაკეტებით ააფეთქეს.


close დახურვა