logo
ENG



უკრაინასთან და მოლდოვასთან წევრობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს - ევროკომისიის რეკომენდაცია

08 ნოე 202315:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/11/08/y9cv36pur64v3gs.jpg

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში წევრობაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანა აუცილებელ რეფორმებს დაასრულებს.

ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინამ 7 პირობიდან 4 შეასრულა და კიდევ მოუწევს გარკვეული სამუშაოს შესრულება კორუფციასთან ბრძოლის, დეოლიგარქიზაციისა და უმცირესობათა უფლებების კუთხით. მოლდოვა ასევე საჭიროებს სასამართლო რეფორმასა და მომავალში კორუფციასთან ბრძოლისთვის ზომები მიიღოს.

გაითვალისწინებს თუ არა რეკომენდაციას ევროპული საბჭო დეკემბერში გახდება ცნობილი. გადაწყვეტილების მისაღებად 27 წევრის სახელმწიფოს ერთობლივი მხარდაჭერაა საჭირო. 

მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი - ევროკომისიის რეკომენდაცია


close დახურვა