უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახურის ინფორმაციით, უკრაინას თავს ბელარუსიდანაც დაესხნენ.
მათი ცნობით, სასაზღვრო ქვედანაყოფებზე, სასაზღვრო პატრულებსა და საგუშაგოებზე თავდასხმები ხორციელდება არტილერიის, მძიმე ტექნიკისა და მცირე იარაღის გამოყენებით.
"ეს ხდება ლუგანსკის, სუმის, ხარკოვის, ჩერნიჰივისა და ჟიტომირის რეგიონებში. გარდა ამისა, თავდასხმა ხდება ყირიმიდანაც.
ასევე ფიქსირდება მტრის დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების მუშაობა", - ნათქვამია განცხადებაში.