logo
ENG



უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს გადასცემენ

16 მარ 202216:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/03/16/lnbxa0g2sui8rpy.jpg

აშშ და NATO-ს მოკავშირეები უკრაინაში საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს აგზავნიან.

აშშ მაღალჩინოსნის განცხადებით, მათ შორისაა საბჭოთა პერიოდის SA-8, SA-10, SA-12 და SA-14 თავდაცვის სისტემები.

როგორც CNN წერს, აღნიშნულ სისტემებს სიმაღლის უფრო დაბალი დიაპაზონი აქვთ, ვიდრე S-300 სისტემას, რომელიც უკრაინამ მოითხოვა. თუმცა უფრო მაღალი დიაპაზონი აქვთ, ვიდრე Stringer-ის რაკეტებს, რომელიც უკრაინამ მანამდე მიიღო. ეს საშუალებას მისცემთ, რომ ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდონ.

მაღალჩინოსნის ინფორმაციით, სისტემები მიღებულ იქნა NATO-ს პარტნიორი ქვეყნებისგან და უკვე გზაშია.


close დახურვა