უკრაინის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ რუსული ძალები შესაძლოა ბელარუსში გადაჯგუფდნენ.
შტაბის ინფორმაციით, ბელარუსში რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილება დაფიქსირდა:
"სავარაუდოდ დანაყოფების გადაჯგუფებისთვის, ასევე, უკრაინაში მოქმედი ჯგუფების ადამიანური ძალის, იარაღისა და აღჭურვილობის დანაკარგების შევსებისთვის რეზერვის შესაქმნელად".
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროშიც აცხადებენ, რომ რამდენიმე რუსული შენაერთი ბელარუსში დაბრუნდა.