უკრაინაში ომის დაწყების დღიდან 112 ბავშვი დაიღუპა, 140-ზე მეტი დაიჭრა.
უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ყველაზე მეტი დაშავებულია კიევში, ხარკოვში, დონეცკში, ჩერნიგოვში, მიკოლაივში, ჟიტომირში, სუმსა და ხერსონში.
უწყების ინფორმაციით, კიევის ოლქში რუსი სამხედროები უკანონოდ დაეუფლნენ შენობას, სადაც ორი მოქალაქე ჩაცხრილეს მათ შორის 16 წლის მოზარდი. 16 წლის მოზარდი ნაღმის აფეთქების შედეგად დაიღუპა მიკოლაივის ოლქშიც.
18 მარტს ჩერნიგოვის ოლქში საერთო საცხოვრებლის ნანგრევებიდან 7 წლის ტყუპების ცხედრები ამოასვენეს.
გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ მონაცემები საბოლოო არაა, რადგან სროლების გამო კონფლიქტის ზონების მონახულება ვერ ხერხდება.