logo
ENG



უკრაინაში ომის შედეგად დაღუპული ბავშვების რაოდენობა 377-მდე გაიზარდა

26 აგვ 202211:08
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/26/hwu528eb4omnhtq.jpg

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 377 ბავშვი დაიღუპა, 733-ზე მეტი კი დაშავდა. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ ყველაზე მეტად ბავშვები დონეცკის ოლქში დაშავდნენ.

  • დონეცკი - 388
  • ხარკივი - 202
  • კიევი - 116
  • ჩერნიგოვი - 68
  • მიკოლაივი - 67
  • ლუჰანსკი - 61
  • ხერსონი - 55
  • ზაპოროჟიე - 42

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად 2329 სასწავლო დაწესებულება დაზიანდა, აქედან 290 კი მთლიანად განადგურდა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა