logo
ENG



უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს კიდევ ერთი ადგილობრივი ჟურნალისტი ემსხვერპლა

27 აპრ 202309:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/27/kfbow2tw0lu08np.jpg

უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომს კიდევ ერთი ადგილობრივი ჟურნალისტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოგდან ბიტნიკი ოკუპანტებმა ხერსონთან მოკლეს. ის იტალიელ კოლეგას გათავისუფლებულ რეგიონში არსებული ვითარების გაშუქებაში ეხმარებოდა.

ბოგდან ბიტნიკი სნაიპერის ტყვიას ემსხვერპლა, იტალიური გამოცემის La Republica-ს კორესპონდენტი კორადო ზუნინო კი მხარშია დაჭრილი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ორივე მათგანი გამოცდილი რეპორტიორია, მათ ეცვათ სპეციალური ჯავშანჟილეტები - წარწერით პრესა.


close დახურვა