![2022/05/21/suenvccspamtbsj.jpg](/uploads_script3/articles/2022/05/21/suenvccspamtbsj.jpg)
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მოადგილის, იუნუს-ბეკ ევკუროვის დისშვილი მოკლეს. საუბარია ადამ ხამკოევზე, რომელიც სადესანტო დანაყოფის კაპიტანი იყო.
მედიები წერენ, რომ ხამკოევი 21 მაისს, ღამით დაიღუპა. მის ცხედარს სამშობლოში, სავარაუდოდ, ხვალ გადაასვენებენ.